ანონსები
საქართველოს უნივერსიტეტის დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი განაგრძობს ტრენინგების სერიას - „5 ნაბიჯი დასაქმებისკენ“.
ტრენინგი თემაზე „თვითგანვითარება მოქმედ სამსახურში“ ჩატარდება 10 მაისს. ტრენინგს ჩაატარებს თი ბი სი დაზღვევის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი ქ-ნი თეა მახარაძე.
ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
• რა მნიშვნელოვანი დეტალებია გასათვალისწინებელი თვითგანვითარებისთვის?
• როგორ უნდა დავიმკვიდროთ თავი მოქმედ სამსახურში?
• როგორ არ უნდა დავკარგოთ სამსახური?
• როგორ უნდა დავწინაურდეთ მოქმედ სამსახურში?
ტრენგი ინტერაქტიულ რეჟიმში გაიმართება: განხილული იქნება კონკრეტული მაგალითები და დამსწრეები მიიღებენ ინდივიდუალურ რჩევებს. მონაწილეები მიიღებენ სპეციალურ სერთიფიკატს. ტრენინგზე დასწრება თავისუფალია.
თარიღი - 10.05.2018
ადგილი - საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი #519
დრო - 18:00 სთ